ჟირინოვსკის ვერსიით, იაპონელებმა პლუშენკოს ფული გადაუხადეს

პარტია ლდპრ-ის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი არ გამორიცხავს, რომ რუს მოციგურავე ევგენი პლუშენკოს, რომელიც ტრუნირის ფავორიტად ითვლებოდა, იაპონელებმა ფული შესთავაზეს და ასე გაუკვალეს თავის სპორტსმენს ოქროს მედლისკენ გზა.
„ოქრო ვინმე იუძურუ ხანიუმ მოიგო. ეს მათთვის ნაციონალური დღესასწაულის ტოლფასია. ეგ ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უცებ, საიდანღაც, ოლიმპიური ოქრო მოიგეს. ძალიან საეჭვოა, რომ პლუშენკომ სწორედ ასპარეზობის წინ თქვა უარი მონაწილეობაზე, მაშინ, როდესაც მისი ჩანაცვლება შეუძლებელი იყო“, -აცხადებს ჟირინოვსკი. გენადი პლუშენკო ყინულის მეფედ და ლეგენდად ითვლება, ხოლო რა რეპუტაციით სარგებლობს ვლადიმერ ჟირინოვსკი, ყველას კარგად მოეხსენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები