მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ

“საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შესაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე

„2023 წლის ივნისში, საქართველოში იმყოფებოდა მაღალი დონის დელეგაცია (ევროკავშირი, აშშ, ბრიტანეთი), რომლებიც მუშაობენ სანქციების საკითხებზე და ჩვენ მათთან გვქონდა საკმაოდ ინტენსიური დიალოგი, გავაცანით ყველა ის მექანიზმი, რაც საქართველოს ჰქონდა იმ დროისთვის შემუშავებული, რომელიც დღემდე ძალიან ეფექტიანად მუშაობს და შესაბამისად, ამ მექანიზმების ფარგლებში რეგულარულად ხდება ინფორმაციის გაცვლა ევროპულ მხარესთან სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ო’სალივანთან რეგულარული კომუნიკაცია (წერილები – 2026 წლის 5 მარტი; 2025 წლის 9 ოქტომბერი). ეს წერილებია არაერთხელ გაგვისაჯაროებია. ევროკავშირის მხარე, როდესაც ახალი სანქციების პაკეტი არის შემოღებული, აცნობებს ქართულ მხარეს და ქართული მხარეც ყველა შესაბამის ზომას ატარებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული. დღემდე არ არსებობს არცერთი ფაქტი ამის დამადასტურებელი, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რაიმე დაშავდა, მიუხედავად ამისა მუდმივად გვესმის სპეკულაციები ამ თემაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

საქართველოს საბაჟო საზღვრებზე დაფიქსირდა სანქცირებული ტვირთის უკან დაბრუნების და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი თქმის 2777 შემთხვევა, ასევე რეგისტრაციის ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტზე ან რეექსპორტზე უარის თქმის 1950-ზე მეტი შემთხვევა.

2022 წლიდან სანქციებთან დაკავშირებული საფუძვლით, 61 გემს ეთქვა უარი საქართველოს პორტებში შემოსვლაზე.

მიუხედავად ამ ციფრებისა და ის, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს სანქციების რეჟიმებს, არ წყდება ამ თემით სპეკულაციები და აღნიშნული საკითხის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ.

ეს ფაქტიც მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის გარკვეული ძალების სამიზნე, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, საფრთხე შეუქმნან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნაში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითრებისთვის და კეთილდღობისთვის სათანადო გარემოს შექმნას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები