მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

“დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2024–25 წლებში მიღებულ კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავენ უცხოური ჩარევების პრევენციას პოლიტიკაში და უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არც ერთი პროექტი არ შეუჩერებია ან გაუუქმებია.

„2024-25 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024–25 წლებში მიღებულ კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავენ უცხოური ჩარევების პრევენციას პოლიტიკაში და უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არც ერთი პროექტი არ შეუჩერებია ან გაუუქმებია.

დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

სტატისტიკა მოწმობს, თუ როგორია კანონიბის აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება, 2025 წლის 16 აპრილიდან, 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი განაცხადებიდან გადაწყვეტილება მიღებულია 165 საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით. დადებითი რეკომენდაციის მაჩვენებელი არის 95 % ზე მეტი. ჯამურად – დაახლოებით 47.3 მლნ ლარის ოდენობის პროექტებზეა საუბარი.

აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ განცხადებები, რომელიც ჩვენ გასული წლის განმავლობაში გვესმოდა, პროგრამების შეწყვეტის შესახებ, იქცა ერთგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გარკვეული აქტორების მხრიდან, მაშინ როდესაც არც ერთ პროექტს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან არ მიუღია უარი განხორციელებაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები