“ვფიქრობ, ირანი უმძიმეს მდგომარეობაშია; ისინი სასოწარკვეთილნი არიან” – დონალდ ტრამპი
“ალბათ გსმენიათ, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვითარება პოზიტიურად ვითარდება. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ ხდება – ამერიკა საგრძნობლად გაძლიერდა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, “მდგომარეობა სტაბილურია, ირანის სამხედრო პოტენციალი კი – განადგურებული”.
“ხვალ, დილის 10:00 საათიდან, ძალაში შედის ბლოკადა. ამ პროცესში სხვა ქვეყნებიც აქტიურად თანამშრომლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი ნავთობის რეალიზაციას ვეღარ შეძლებს.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. უამრავი ხომალდი მოემართება ჩვენი ქვეყნისკენ ნავთობით დასატვირთად. შესაბამისად, ისინი ჰორმუზის სრუტეს აღარ გაივლიან. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი მოგვარდება”.
ვფიქრობ, ირანი უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი სასოწარკვეთილნი არიან”, – აცხადებს ტრამპი.