საუდის არაბეთში SABIC-ის ნავთობქიმიურ კომპლექსზე თავდასხმა განხორციელდა.
ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ თვითმხილველზე დაყრდნობით იტყობინება.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ინციდენტის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ასევე ისმოდა აფეთქებების ხმები. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი, თუმცა მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
„ალ ჯუბაილში SABIC-ის ქარხნებზე თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. აფეთქებები ძალიან ხმამაღალი იყო“, – განაცხადა წყარომ.