ჩინეთმა თანამშრომლების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება დაიწყო

ჩინეთში გათავისუფლებული თანამშრომლების ციფრული შემცვლელების შექმნა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაცია პორტალ Zhihu-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.

თანამშრომლების ჩანაცვლება ხდება Colleague Skill AI აგენტის გამოყენებით. სისტემა იწვრთნება საქმიანი მიმოწერის, შეტყობინებების ეკრანის ანაბეჭდების, სამუშაო პროექტებისა და კონკრეტული ინდივიდის დოკუმენტაციის გამოყენებით. შედეგად, მიღებულ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის კომუნიკაციის სტილის იმიტაციაც კი შეუძლია.

ბევრმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მათ სთხოვეს, ყველა სამუშაო პროცესი და გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა რაც შეიძლება დეტალურად აეხსნათ. გათავისუფლების შემდეგ, მათი სამუშაო მოვალეობები ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებს გადაეცათ.

Bloomberg-ის ცნობით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან ერთად, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებიც აქტიურად ამცირებენ პერსონალს.

მარტში ტექნოლოგიურ სექტორში დამსაქმებლები 18 720 სამუშაო ადგილით შეამცირეს. ეს 24 პროცენტით მეტია 2025 წლის მარტის მიზნობრივ მაჩვენებელზე. წლის დასაწყისიდან ამ სექტორში სამსახურიდან გათავისუფლებების საერთო რაოდენობამ 52 000-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები