რა დანიშნულებით მიიტანეს “ნაციონალების” ოფისთან რუსული დროშა – ქადაგიძე განმარტებას აკეთებს

ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერი ზურა ქადაგიძე, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს, “კვირასთან“ განმარტავს, თუ რა დანიშნულებით მიიტანა რუსეთის ფედერაციის დროშა პარტიის ოფისთან.
ქადაგიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ ეროპულ სტანდარტებზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვს და ის “გრუს“ ერთ-ერთი დანამატია. “ვადასტურებ, რომ “ნაციონალური“ მოძრაობის ოფისთან რუსეთის დროშა მივიტანეთ. ჩვენ ეს დროშა პარტიის შენობის ღობეზე მივამაგრეთ წარწერით: “დახურული ზონა“, იმიტომ ამ პარტიას აღარ აქვს ფუნქციონირების და საზოგადოების მოტყუების უფლება, რომ ევროპული სტანდარტებით მოქმედებენ. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ერჩივნათ, ის დროშა კი არ გამოექვეყნებინათ, სადაც დროშით ხელში ვართ, არამედ ის ფოტო, სადაც ჩანს, რომ რუსეთის დროშა მათი ოფისის ღობეზეა მიმაგრებული“, – განუცხადა “კვირას“ ზურა ქადაგიძემ.
ცნობისთვის, ზურა ქადაგიძის ფოტო, რომელზეც მას რუსეთის დროშა უჭირავს, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გოგა ხაჩიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

10744560_798380906874463_1411230897_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები