ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას 100-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.

„ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები მიმოიხილა.

განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და მათი გავლენები გლობალური უსაფრთხოების გარემოზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები