თურქეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას გეგმავს

თურქეთის ხელისუფლება, შუამავლობის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას გეგმავს; ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი გადაზიდვების აღდგენა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ამ გზაზე ურთიერთნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან ნაბიჯს უნდა წარმოადგენდეს“, – აღნიშნა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.

კვირას, პაკისტანში, ეგვიპტელ და საუდის არაბეთის დიპლომატებთან მოლაპარაკებებზე თურქეთის წარმომადგენლებმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემსუბუქების ინიციატივები წარადგინეს.

თურქეთის ხელისუფლება აპირებს, თავისი წინადადებები ამერიკულ და ირანულ მხარეებსაც გააცნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები