“ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში, რაც დაკავშირებულია ახალი პატრიარქის არჩევასთან, პოლიტიკური ნარატივების შეტანა არის სრულიად მიუღებელი” – გაბუნია

“ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს, ვისაც მეუფე შიო მიაჩნია რუსეთის აგენტად – ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ეკლესია და არ უყვარდათ ჩვენი პატრიარქი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გიორგი გაბუნია აცხადებს.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამ ადამიანებს არც მეუფე უყვართ, არც ქვეყანა და არაფერი ქართული არ უყვართ.

“ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში, რაც დაკავშირებულია ახალი პატრიარქის არჩევასთან, პოლიტიკური ნარატივების შეტანა არის სრულიად მიუღებელი. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს სინოდი, ამიტომ, ვისაც სინოდი გადაწყვეტს, ის იქნება პატრიარქი”, – აცხადებს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები