დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დენის სალუქვაძემ მოისმინა ინფორმაცია სატყეო სექტორის საქმიანობის სპეციფიკისა და დარგში არსებული გამოწვევების შესახებ.

“მინისტრმა თანამშრომლებს გააცნო სამინისტროს მუშაობის განახლებული ფორმატი, ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები. მინისტრი ასევე ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ქედის სატყეო ადმინისტრაციის მერისის სატყეოშიც, სადაც მეტყევის სახლი დაათვალიერა. ობიექტი აშენდა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ქვეპროგრამის – „სატყეო სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართვა” ფარგლებში.

მეტყევის სახლის ძირითადი დანიშნულებაა ტყის რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დროული უზრუნველყოფა, დასახლებული პუნქტებიდან დაშორებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე. ასევე, იგი მნიშვნელოვანია ტყის უკანონო სარგებლობის პრევენციისათვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები