მოსკოვში ქართველები დააკავეს (ვიდეო)

მეტრო “სხოდნენსკაიასთან” სამართალდამცავებმა ოთხ ქართველ ახალგაზრდას შენიშვნა მისცეს, რასაც პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. სიტყვიერი კონფლიქტი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქართველებმა ორ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია „HTV“ ავრცელებს.
მოსკოვში სტუმრად მყოფმა ქართველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ტაქსით სცადეს, თუმცა ტაქსის მძღოლმა მათ  წაყვანაზე უარი უთხრა, რის გამოც ახალგაზრდები მასაც თავს დაესხნენ.
რუსული მედიის ცნობით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია, ორმა კი მიმალვა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები