Reuters: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ირანის მთავრობის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს
აშშ-ის და ისრაელის თითქმის ორკვირიანი დარტყმების მიუხედავად, ირანის ხელმძღვანელობა სრულ კონტროლს ინარჩუნებს,- ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის ანგარიშები მიუთითებს, რომ ირანის ძალაუფლების სტრუქტურა ფუნქციონირებას აგრძელებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და დროებითი ლიდერები კვლავ აკონტროლებენ სიტუაციას და ექსპერტთა ასამბლეამ ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ახალ უზენაეს ლიდერად უკვე დანიშნა.
მედიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა არ გამორიცხა ირანში ამერიკული ჯარების განლაგების შესაძლებლობა, არ არის წარმოდგენილი მკაფიო გეგმა, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ ამჟამინდელმა კამპანიამ ირანის მთავრობა დაამხოს.