ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მათემატიკის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ((KIU) მათემატიკის საერთაშორისო დღეს (π-DAY) აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, KIU უფროსკლასელებს მათემატიკის კონკურსში -„KIU Pi-Day Math Contest 2026” მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, KIU-ს მათემატიკის სკოლა აღნიშნულ კონკურსს ყოველწლიურად, 14 მარტიდან იწყებს. მასში ჩართვა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-X-XI-XII კლასების მოსწავლეებს.
წლევანდელი შეჯიბრება განსხვავებული ფორმატით ჩატარდება: კონკურსი გაიმართება სამ ტურად – ონლაინ და პირისპირ.
პირველი ტური ჩატარდება ონლაინ, 2026 წლის 14 მარტს 12:00 საათზე.
KIU Pi-Day Math Contest 2026 ჩატარდება „Learn with AI” პლატფორმის გამოყენებით, რომელიც შემუშავებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის – „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“.
საკონკურსო ამოცანები შედგენილია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების მიერ.
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 13 მარტის 13:00 საათამდე.
აღნიშნული კონკურსი KIU-ს მათემატიკის სკოლის ინიციატივით, ყოველწლიურად ტარდება და მასში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM დარგების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.
მათემატიკის საერთაშორისო დღე, პი რიცხვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ყოველი წლის 14 მარტს, UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 13 მარტის 13:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე – https://forms.office.com/e/dk1uYBeuNH
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=628&lng=geo.