კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა: არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, რაც მისასალმებელია

არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, – ამის შესახებ კომპანია „ბემონის“ მმართველმა დირექტორმა, გიორგი მირცხულავამ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მისასალმებელია ასეთი შეხვედრები, სადაც სექტორს აქვს აბსოლუტური თავისუფლება, დასვას ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა დეტალური იყოს, ან რაღაც ეტაპზე სენსიტიურიც. ყოველ ამ შეხვედრაზე ამ პასუხებს ვიღებთ, რომ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრაც არის ამ ტენდენციის გაგრძელება, რასაც სექტორი მივესალმებით – არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, რაც მისასალმებელია და წარმატების საწინდარია“, – აღნიშნა კომპანია „ბემონის“ მმართველმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები