სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.5486 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102.0110 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ. 1 წლიანი კულტურები – 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლიანი კულტურები- 306,03 ლარით).

4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდის.

„საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს, დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და ჩაერთონ სუბსიდირების პროგრამაში .

წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორად მართვას, სტაბილურ მიწოდებასა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გარანტირებულ მორწყვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები