ბაჩო ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება მას დამხობის მოწოდებას ედავება და შესაბამისად გამოძიებაც ამ მუხლით დაიწყო.

“ივანიშვილი უნდა დაემხოს” – ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

აუდიო ჩანაწერი პროცესიდან ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “კურიერს” დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ, გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები