ფიტნესკლუბი „რეფორმა“ გლდანში
ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მომატებული ინტერესის გამო, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სპორტდარბაზების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა დიდი არჩევანის მიუხედავად, არც ისე ბევრია ისეთი სივრცე, რომლებიც მომხმარებლებს სრულ სავარჯიშო ინვენტარსა და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ დაფუძნდა სპორტდარბაზების ქსელი „რეფორმა“. მან მიზნად დაისახა ერთ სივრცეში გაეერთიანებინა ყველაფერი, რაც ფიზიკურად აქტიურ ადამიანს შეიძლება დასჭირვებოდა.
„რეფორმის“ პირველი ფილიალი გლდანში
„რეფორმის“ ისტორია 2018 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც გლდანში მისი პირველი დარბაზი გაიხსნა. მოგეხსენებათ, გლდანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია, ამიტომ კომპანიის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეეთავაზებინა ფართო მომხმარებელზე გათვლილი, თანამედროვე და მრავალფუნქციური დარბაზი. დღემდე „რეფორმის“ ფიტნესკლუბი გლდანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული სივრცეა არამხოლოდ აღნიშნულ უბანში, არამედ თბილისში.
მთავარი დარბაზი ძალისმიერი ვარჯიშებისთვის
„რეფორმის“ გლდანის ფილიალში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო ბრენდების უახლესი ტრენაჟორები და სავარჯიშო მოწყობილობები. მთავარი დარბაზი სრულად არის აღჭურვილი როგორც ძალისმიერი, ისე კარდიო და ფუნქციური აქტივობებისთვის. აქ ხელმისაწვდომია თავისუფალი წონები, მრავალფუნქციური ტრენაჟორები, კარდიო ზონა სარბენი ბილიკებითა და სხვა მოწყობილობებით, რაც წევრებს საშუალებას აძლევს ინდივიდუალური მიზნების შესაბამისად დაგეგმონ სავარჯიშო პროცესი.
ჯგუფური კლასები
„რეფორმა“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯგუფურ ვარჯიშებს. გლდანის ფილიალში ტარდება იოგა, პილატესი, აერობიკა, სტეპ-აერობიკა, ზუმბა, კრივი, პრესის ვარჯიშები და საბავშვო კლასები. გაკვეთილები კვირაში რამდენჯერმე იმართება და გრაფიკი მაქსიმალურად მოქნილია, რათა მათზე დასწრება შეძლონ სხვადასხვა სამუშაო რეჟიმის მქონე ადამიანებმა. ჯგუფური კლასებისთვის განკუთვნილი დარბაზები, მთავარი სივრცის მსგავსად, სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით.
პროფესიონალი ინსტრუქტორები
ფილიალში მუშაობენ კვალიფიციური და გამოცდილი ტრენერები, რომლებიც წევრებს ეხმარებიან მიზნების სწორად განსაზღვრასა და შედეგების მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად მიღწევაში. ინსტრუქტორების პროფესიონალური რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი დამწყები მოვარჯიშე ხართ. გაითვალისწინეთ, სტაბილური პროგრესისთვის და ტრავმების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ინდივიდზე მორგებული სავარჯიშო პროგრამები, მოძრაობების შესრულების სწორი ტექნიკის დაუფლება, შესაბამისი კვებითი რეჟიმის შემუშავება და კალორიების სწორად გამოთვლა. კალორიების ცხრილი იხილეთ აქ.
ასე რომ, თუკი გსურთ, ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესი თქვენს ყოველდღიურობად აქციოთ და ეძებთ დარბაზს, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ, მაშინ „რეფორმა“ იდეალური არჩევანია. რაც მთავარია, მისი სპორტდარბაზები ახლა უკვე არამარტო გლდანში, არამედ თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე – ორთაჭალაში, ნუცუბიძეზე და კიკვიძეზეც ხელმისაწვდომია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „რეფორმის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს მისამართზე https://myreform.ge/.
R