დღეს დეპუტატები კენჭს უყრიან, უნდა გადაიდოს თუ არა ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის განხილვა
უნდა გადაიდოს თუ არა ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის განხილვა, ამას, სავარაუდოდ, დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან და კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღების თემასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა.
„არ ჩავყაროთ წყალში მიღწეული და ის დარჩენილი, რაც არის, ეს გასაღებს და არქივს შეეხება. საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. საქმის მიყვანა იმ ვადაში, რაც პარლამენტმა განსაზღვრა, ვერ მოხერხდა. ეს არის ძალიან ცუდი. მიღწეული უნდა შევინარჩუნოთ და ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომ დავასრულოთ ეს საქმე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.