კიევში ქართველი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს (ვიდეო)

კიევის ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს. ქურდების შეკრებას მერაბ ჯანგველაძის კლანის რამდენიმე წარმომადგენელმა გაუკეთა ორგანიზება. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი წერს.
„უკრაინაში არ იქნება „კანონიერი ქურდების“ ხელისუფლება, ისევე როგორც მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენა არ ექნებათ. ჩვენ არ მივცემთ „ბანდიტებს“ პარაზიტობის უფლებას იმისთვის, რომ უკრაინაში არსებულ სირთულეების გამოყენებით ხელი მოითბონ“, – წერს ავაკოვი.
დაკავებულთა შორის არიან: 38 წლის ქუთაისის მკვიდრი, „კანონიერი ქურდი“ ზედმეტსახელად „ვატია“, 33 წლის „კანონიერი ქურდი“, ზედმეტსახელად „ლავასოღლი ბატუმსკი“, რომელიც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში მილიციამ უკრაინის ტერიტორიაზე 4-ჯერ დააკავა და „სოხუმის“ კლანის წარმომადგენელი, 43 წლის „კანონიერი ქურდი“ ზედმეტსახელად „გუგა“.
დაკავებულები, რომლებსაც ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამოყენება სურდათ, გავლენის სფეროების გადანაწილებას გეგმავდნენ. კერძოდ, მათ გეგმებში ენერგეტიკული ნახშირის მიწოდების, უკრაინაში მგზავრების გადაადგილების და ქარვის უკანონო მოპოვების საკუთარი კონტროლის ქვეშ აღება შედიოდა. „კანონიერი ქურდები“ საკუთარ ინტერესებში იმ კონფლიქტების გამოყენებას გეგმავდნენ, რომლებიც, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ გაჩნდება. ამისთვის „კანონიერი ქურდების“ მიერ კონტროლირებადი „ბოევიკების“ ჯგუფების გამოყენება იგეგმებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლა „კანონიერი ქურდის“, ზედმეტსახელად „ვატიას“ უკრაინის ტერიტორიაზე შემდგომი შესვლის აკრძალვით ნებაყოფლობითი განდევნის საკითხი წყდება. „გუგა“ და „ლავასოღლი ბატუმსკის“ დეპორტაცია იგეგმება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=dZTQD_tAKKU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები