გიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.