Reuters: აშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ მიჩიგანში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ძლიერი შტორმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, წაქცეულია ხეები და ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები