ანტონიუ გუტერეში: ვითრება, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ვითარება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ყველა უკანონო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ დიდ ტკივილს აყენებს და განსაცდელში აგდებს მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ვითარება, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ. ფსონები ძალიან მაღალია“, – წერს გუტერეში.