შეხვედრა გერმანელ პროფესორთან კარლ შლოგელთან

1-ელ ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, უნივერსიტეტისა და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა გერმანელ პროფესორთან, კარლ შლოგელთან.
ფრანკფურტ-ოდერის ევროპული უნივერსიტეტის (ვიადრინა) აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორი, კარლ შლოგელი, ავტორი და გამომცემელია არაერთი წიგნისა, მათ შორის: „მოსკოვის წაკითხვა. ქალაქი, როგორც წიგნი“; „ნიჟნის სასწაული, ანუ ქალაქების დაბრუნება“; „დიდი ექსოდუსი. რუსული ემიგრაცია და მისი ცენტრები 1917-1941 წლებში“; „GO EAST, ანუ აღმოსავლეთის ხელმეორედ აღმოჩენა“; „ტერორი და ოცნება. მოსკოვი 1937“. დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები