ირანში ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია დღეს დაიწყება

ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, გამოსამშვიდობებელი ცერემონია დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება, – ინფორმაცია ისლამური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰამად ჰოსეინ მუსაპურმა გამოაცხადა.

„დღეს საღამოს 10:00 საათიდან იმამ ხომეინის მეჩეთი რევოლუციონერ ხალხს უმასპინძლებს. დღეს საღამოდან სამი დღის განმავლობაში, სალოცავ დარბაზში 24 საათის განმავლობაში გაცილების ცერემონიები გაიმართება“, – განაცხადა მან სახელმწიფო ტელევიზიით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები