ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ქალთა მიმართ ძალადობას გმობს

 

    ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გმობს ქალთა მიმართ ძალადობას და ბოლო დროს გახშირებულ ფაქტებს სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება დღეს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) იურიდიული კლინიკის სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. GAU-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო იურიდიული კლინიკის მუშაობა მიმართული იქნება ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად, რაც უფასო იურიდიულ სერვისს გულისხმობს. პრესკონფერენციას გაუძღვნენ: GAU-ს დამფუძნებელი, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი – პროფ. ზაზა რუხაძე; GAU-ს PR მენეჯერი – ეკატერინე ტოგონიძე; GAU-ს იურიდიული კლინიკის პროგრამის ხელმძღვანელი მარინე კვაჭაძე; GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტი – მარიამ ხევიაშვილი GAU-ს იურიდიული კლინიკა სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის საფუძველზე 2008 წელს ჩამოყალიბდა. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ეუფლებიან ადვოკატირების უნარ-ჩვევებს. თითოეულ საქმეს უნივერსიტეტის მაღალკურსელები პროფესორებსა და მოქმედ ადვოკატებთან ერთად სწავლობენ და განიხილავენ. 29 ოქტომბერს 16:00 საათზე – ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც მწერალმა ლაშა ბუღაძემ და გენდერის საკითხთა ექსპერტმა ეკატერინე აღდგომელაშვილმა წაიკითხეს. შეხვედრა ორ საათზე მეტს გაგრძელდა და მეორე ნახევარი დისკუსიას დაეთმო. პროექტის „GAU-ღე კარი გამოწვევებს“ ფარგლებში საჯარო ლექციების თემებს და სტუმრებს თავად სტუდენტები ირჩევენ – საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე სფეროს ექსპერტებთან შეხვედრა თვეში ერთხელ იმართება, მათზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თავისუფალია. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში. GAU პასუხისმგებლობას იღებს უზრუნველყოს ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებლო სტანდარტები და სტუდენტებს შეუქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და შეძლონ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა თავიანთი სფეროს განვითარებაში.

10730099_983955644953759_5993626786258936606_n

1382779_983956048287052_9125732221540351447_n

10626592_983956131620377_7181007986919869550_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები