სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლო აღმოსავლეთი 9000-ზე მეტმა ამერიკელმა დატოვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთი 9000-ზე მეტმა ამერიკელმა დატოვა.
მათივე ცნობით, ეს ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციასთან არის დაკავშირებული.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მათ შორის 300 ისრაელში იმყოფებოდა.
ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკელებისთვის ევაკუაციის ფრენების ორგანიზებას აპირებდა.