თამარ ჩიბურდანიძე – “მეამას” განცხადებაზე: 1 300 000-მდე მოქალაქის პროტესტი უფრო მძიმე იქნება “მეამას” კომპანიისთვის, თუ ბრიტანეთის სანქციები “იმედსა” და “პოსტივიზე”? ასეთი განაჩენი თვითლიკვიდაციის ტოლფასია
“ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, “მეამას” განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ისინი არ აპირებენ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ “იმედსა” და “პოსტივისთან” თანამშრომლობას.
ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ მილიონზე მეტი მოქალაქის პროტესტი უფრო მძიმე იქნება ამ კომპანიისთვის, ვიდრე ბრიტანეთის სანქციები ორი ქართული ტელეკომპანიისთვის.
“1 300 000-მდე მოქალაქის პროტესტი უფრო მძიმე იქნება “მეამას” კომპანიისთვის, თუ ბრიტანეთის სანქციები ტელეიმედსა და “პოსტივიზე”?
ასეთი განაჩენი საკუთარი თავისთვის თვითლიკვიდაციის ტოლფასია.
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცოტა ტვინი რომ დააყოლონ, არა?!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ზე.