ცოტნე ანანიძე: პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, უნდა ვხედავდეთ, რომ, სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას.
მისი თქმით, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ყველა უნდა ხედავდეს, რომ, სამეზობლოში მორიგი ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, ჩვენი ქვეყანა მაინც ინარჩუნებს მშვიდობას.
“პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, უნდა ვხედავდეთ: სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო საერთაშორისო სამართლის დაცვით ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა”, – წერს ანანიძე.