“მაღალი რანგის ყველა ოფიციალური პირი ცოცხალია” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.

ამის შესახებ მინისტრმა NBC News-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მანვე განაცხადა, რომ ცოცხალია აგრეთვე ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი.

„რამდენადაც მე ვიცი, ყველა ცოცხალია. ცოცხლები არიან აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, პარლამენტის სპიკერი. მაღალი რანგის ყველა ოფიციალური პირი ცოცხალია“, – აღნიშნა არაღჩიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები