ისრაელის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა

ისრაელის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.

როგორც ცნობილია, იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.

შეგახსენებთ რომ, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელისკენ მიმართული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად. ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ირანზე „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს. ისრაელში „განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები