ლევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯი, რომელიც თავისუფალ მედიაზე თავდასხმას უკავშირდება, გადადგმულია იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანიებს და ოპოზიციას არსებობის საშუალება მიეცეს

“ყველა ნაბიჯი, რომელიც თავისუფალ მედიაზე თავდასხმას უკავშირდება, გადადგმულია იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანიებს და ოპოზიციას არსებობის საშუალება მიეცეს,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიების “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

 

„იმ დღესვე, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა და როდესაც გახმაურდა ამ სანქციის იგივე თავდასხმის შესახებ, ევროკავშირის, ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები იმყოფებოდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე და სხვათა შორის არ მიუწვევიათ „იმედი“ და „პოსტვ“ გასაგებია, მაგრამ არც „რუსთავი 2“, არც საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიწვეული ჰყავდათ მხოლოდ „ფორმულა“ და „ტვ პირველი“. საბოლოოდ მთლიანად ჩამოხსნეს ნიღაბი და პირდაპირ, რასაც ჩვენ ვაცხადებთ ამდენი ხნის განმავლობაში, თვითონვე ადასტურებენ, რომ არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები.
რაც შეეხება რა დასაბუთებითაც თქვენი მაუწყებლობა და „პოსტვ“ არის დასანქცირებული, თურმე უკრაინაში ფრონტის ხაზზე რა ვითარებაც არის, ეს „იმედის“ და „პოსტვ“-ის „დამსახურება“ ყოფილა. რა თქმა უნდა ამ სისულელის არც ერთ მოაზროვნე ადამიანს არ სჯერა და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰაერი მიაწოდონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები