“საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა”

 

    ევროკომისია საქართველოს სავიზო დიალოგის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს. მათივე ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეორე ანგარიში მიიღო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა და უკვე შესაძლებელია, დაიწყოს მეორე ფაზა.
“მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2014 წლის ზაფხულში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე სამართლებრივი კუთხით, 2014 წლის გაზაფხულზე კი ძალაში შევიდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ასევე მიუთითებს საქართველოს მზაობაზე, ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგისთვის. კომისია მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტრუქტურების განხორციელებაში”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
“კმაყოფილი ვარ შედეგების შეფასებით და მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო მათ მიერ გაწეული ძალისხმევა. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ვალდებულება, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროცესში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის განხორციელებს მიზანს მიუახლოვებს”, – აღნიშნა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები