წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი მარტვილში მიმდინარე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ მარტვილში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვა.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 29 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ამ ეტაპზე, სამუშაოების 89% შესრულებულია.