ლევან მახაშვილი: დასანქცირება ემსახურება მიზანს, რომ ტელევიზიებმა – „იმედმა“, POSTV-მ საკუთარ მაყურებელს არ მიაწოდონ სიმართლე

“დასანქცირება ერთსახად ემსახურება მიზანს, რომ „იმედიმა“, და POSTV-მ საკუთარ მაყურებელს არ მიაწოდონ სიმართლე,” – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია
“იმედის” და POSTV-ის დასანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ფიზიკური ომის გარდა საქართველო იმყოფება საინფორმაციო ომში.

„ეს ფაქტი [დასანქცირება] ერთსახად ემსახურება მიზანს, რომ ამ ტელევიზიებმა [„იმედი“, „პოსტივი“] საკუთარ მაყურებელს არ მიაწოდონსიმართლე. ჩვენ ფიზიკური ომის გარდა, საინფორმაციო ომში ვიმყოფებით ფაქტობრივად და როდესაც ამ ომის მონაწილეები ცდილობენ შეზღუდული ინფორმაციები მიაწოდონ საკუთარ მოსახლეობას, მნიშვნელოვანია ჩვენისთანა ქვეყნებისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები