“მშობლების შეშფოთების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კისრის ლიმფური კვანძების გადიდება” – პედიატრი განმარტავს, როდის უნდა მივმართოთ ექიმს

“მშობლების შეშფოთების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კისრის ლიმფური კვანძების გადიდება”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პედიატრი განმარტავს, როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს დროულად.

„მშობლების შეშფოთების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კისრის ლიმფური კვანძების გადიდება – ექიმო, კისერზე ბურთულა აქვს, საშიში ხომ არ არის???

რა არის ლიმფური კვანძი?

ლიმფური კვანძი არის იმუნური სისტემის “ფილტრი”
ის ეხმარება ორგანიზმს
ინფექციებთან ბრძოლასა და ანთებითი პროცესის კონტროლში!

რატომ დიდდება კისრის ლიმფური კვანძები???

ყველაზე ხშირი მიზეზებია:

ვირუსული ინფექციები, ტონზილიტი, ფარინგიტი, ადენოიდები, კარიესი და ღრძილების ანთება, ალერგიული რინიტი.

ამ მდგომარეობას ეწოდება რეაქტიული ლიმფადენოპათია და უმეტეს შემთხვევაში არ არის საშიში!

რა შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება? – თუ ლიმფური კვანძის ზომა
1-1,5 სანტიმეტრამდეა, კვანძი მოძრავია, რბილი, სხვა კვანძებსა და კანთან არ არის შეხორცებული, რბილი ან ელასტიურია, ინფექციის დროს ან შემდეგ ჩნდება.

ზოგჯერ კვანძი ბოლომდე არ ქრება გამოჯანმრთელების შემდეგ – ესეც ნორმის ვარიანტია.

როდის მივმართოთ ექიმს აუცილებლად?

ზომა მეტია 2 სმ-ზე;
ძალიან მყარია ან შეზრდილი სხვა კვანძებსა და კანთან;
სწრაფად იზრდება;
კანი ჰიპერემიულია;
ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა;
მატულობს ოფლიანობა;
აღენიშნება წონაში კლება –
ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები!!

უმეტეს შემთხვევაში საკმარისია დაკვირვება და ძირითადი მიზეზის მკურნალობა!

გახსოვდეთ:

ლიმფური კვანძი ბავშვის იმუნური სისტემის აქტიური მუშაობის ნიშანია და არ მიუთითებს აუცილებელ საშიშროებაზე!!
პანიკა არ არის საჭირო – მთავარია სწორი შეფასება”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები