“რუსეთთან კონფლიქტი არის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება, უნდოდეს – ეს არ გულისხმობს რუსეთის მხარდაჭერას, არამედ გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას” – იან პრაუდი

“რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს. ეს არ გულისხმობს რუსეთის მხარდაჭერას, ეს გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას”, – ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ის დიდი ბრიტანეთის ელჩის გზავნილს გამოეხმაურა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროპულ სანქციებს და უზრუნველყოს, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან.

„ძალიან გული მწყდება, რომ ბრიტანეთის ელჩმა ეს განაცხადა. საქართველოს მეზობელია რუსეთი, 90-იან წლებში გამანადგურებელ ომში იყო ჩართული. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ევროპული ელიტები საქართველოს ნატო-ში იწვევდნენ, რაც დამანგრეველი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის. რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს. ეს არ გულისხმობს რუსეთის მხარდაჭერას, ეს გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. [სანქციები] დიდად არ მუშაობს, რადგან რუსეთი არ გვანახებს არავითარ ნიშანს, რომ ომს დაასრულებს. მისი ეკონომიკა მორგებულია ომზე, ვაჭრობს ინდოეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირზე უკეთესი [ეკონომიკური] მაჩვენებელი აქვს. დიდად არ იტანჯება რუსეთი. შეიძლება იტანჯებოდეს, მაგრამ ნამდვილად იტანს ამ ტკივილს და დამერწმუნეთ სანქციებს დიდი ეფექტი არ აქვს“, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები