“ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და “პოსტვ” -ს, თითოეულ ჟურნალისტს და თანამშრომელს” – გიორგი გაბუნია

“ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და “პოსტვ” -ს, თითოეულ ჟურნალისტს და თანამშრომელს”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.

გაბუნია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტვ”-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხმაურება.

„მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან უტევენ ჩვენს ქვეყანას და აწარმოებენ საინფორმაციო დივერსიათა კასკადს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, თქვენ ხართ სიმართლის მძლავრი ხმა“, – აღნიშნავს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები