ირაკლი კობახიძე – თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერება სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგიოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერების გზები.

„განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზები სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

https://x.com/pm_kobakhidze/status/2026267316334243994?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები