“ბრალდების მხარე დაკითხავს იმ მოწმეებს, რომლებიც პირველები მივიდნენ გიგა ავალიანთან, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა” – პროკურორი

“გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის მიმართ”, – ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდების მხარე დაკითხავს იმ მოწმეებს, რომლებიც უშუალოდ მივიდნენ პირველად გიგა ავალიანთან, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“გაგრძელდება მტკიცებულების გამოკვლევა ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის მიმართ. ბრალდების მხარე დაკითხავს იმ მოწმეებს, რომლებიც პირველები მივიდნენ გიგა ავალიანთან, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და დეტალურად გამოიკვლევს, მათ რა შემხებლობა ჰქონდათ ამ საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიმოვიხილავთ გარკვეულ ნივთიერ მტკიცებულებებს,” – აღნიშნავს პროკურორი.

ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა, ჯამურად, 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები