კახა კალაძე დასავლეთის მხრიდან რუსეთთან დიალოგის მზაობაზე: ესეც ორმაგი სტანდარტის მაგალითია, იგივე ხდებოდა კანონებთან მიმართებით, რასაც ჩვენ გვიკრძალავდნენ, თვითონ იგივეს აკეთებენ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან დასავლეთის შეცვლილ რიტორიკას ეხმაურება და განმარტავს, რომ რუსეთთან დიალოგის მზადყოფნის გამოცხადება ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითია.

„ეს დამოკიდებულება არ ეხება მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობას. თუ გავიხსენებთ კანონებთან დაკავშირებით მაგალითებს, დავინახავთ, რასაც ახსნა-განმარტებების გარეშე გვიკრძალავდნენ, თვითონ იგივეს აკეთებენ, იგივე ტიპის კანონებს იღებენ. ესეც ორმაგი სტრნდარტის მაგალითია. მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები