დავით მათიკაშვილი: ევროკავშირიდან იყო არაერთი მცდელობა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა – როდესაც მათ საქმეებში ერევიან, ეს ძალიან არ მოსწონთ

“ევროკავშირიდან იყო არაერთი მცდელობა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა – როდესაც მათ საქმეებში ერევიან, ეს ძალიან არ მოსწონთ,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სწორედ ევროკავშირიდან და ამ წიაღიდან იყო არაერთი მცდელობა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა, მათ შორის სწორედ იმ თვალსაზრისით, რაც არის დღეს განხილვის საკითხი. როდესაც მათ საქმეებში ერევიან, ეს ძალიან არ მოსწონთ, თუმცა თვითონ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის საქმეში, მათ შორის პარტნიორი საქართველოს საქმეებში ჩაერიონ. ჩვენ მოვითხოვთ ერთგვარ სტანდარტს; ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის საფუძველი, რის გამოც საქართველოში ევროსკეპტიციზმი ღრმავდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე განიხილეს დოკუმენტი, რომელიც უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და შიდა საქმეებში ჩარევას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები