ნინო წილოსანი: როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ევროკავშირი უკრაინას იყენებს საკუთარი თავდაცვის იარაღად და უკრაინელ ხალხს წირავენ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნებისთვის მშვიდობა მოიპოვონ, საქართველო იყო ამ ყველაფრისთვის მკაცრად გაკრიტიკებული
“როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ევროკავშირი უკრაინას იყენებს საკუთარი თავდაცვის იარაღად და უკრაინელ ხალხს წირავენ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნებისთვის მშვიდობა მოიპოვონ, საქართველო იყო ამ ყველაფრისთვის მკაცრად გაკრიტიკებული,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ომში ჩართვას ევროპის ქვეყნები ყველა გზით ცდილობდნენ.
„როცა ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინას იყენებენ საკუთარი თავდაცვის იარაღად და უკრაინელ ხალხს წირავენ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნებისთვის მშვიდობა მოიპოვონ, საქართველო იყო ამ ყველაფრისთვის მკაცრად გაკრიტიკებული. უფრო მეტიც, ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა მშვიდობის სასარგებლოდ, ყველა გზით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩართვას, ალბათ იგივე მოტივით, რომ საქართველო გადაჰფარებოდა ესტონეთს, ლატვიას თუ ევროკავშირის სხვა ქვეყანას“, – განაცხადა წილოსანმა.