აკაკი ბობოხიძე: მიტინგების ყოფილი “ლომები” 15 ნოემბერზე შეშინებული ტონით ლაპარაკობთ…
ძალიან მიკვირს რა შეშინებული ტონით ლაპარაკობთ 15 ნოემბერზე მიტინგების ყოფილი “ლომები”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისივე განმარტებით, 15 ნოემბრის აქცია ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რას ილაპარაკებს ხელისუფლება და მმართველი გუნდი.
“ძალიან მიკვირს რა შეშინებული ტონით ლაპარაკობთ 15 ნოემბერზე მიტინგების ყოფილი “ლომები”, რაც ძალიან საინტერესოა. ჩვენი მიტინგი თურმე ქაოსის მიზნით ეწყობა და თქვენი მიტინგები კარვების გაშლით, ტრასების გადაკეტვით, გრუს რაზმის შემოყვანის და შემოძღოლის ლაპარაკით, თურმე ქვეყნის სტაბილიზაციას ემსახურებოდა. ძალიან საინტერესოა ერთმანეთს შევადაროთ თქვენი რიტორიკა, პოზიციები ოპოზიციაში ყოფნისას და თქვენი მიდგომები დღეს. 15 ნოემბერი შედგება, მიუხედავად იმისა რას ილაპარაკებთ თქვენ”, – განაცხადა ბობოხიძემ.