„აფხაზებისთვის ავტონომიის შეთავაზება დროულია, როცა ისინი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან“

„აფხაზეთი რუსეთთან ხელშეკრულებით, ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნია ხდება, ამიტომაც აფხაზებისათვის ავტონომიის შეთავაზება გაცილებით სასარგებლოა დღეს, ვიდრე ეს თუნდაც 2 წლის წინ იქნებოდა“, -აღნიშნული განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
მაღრაძის განცხადებით, აფხაზები დღეს აღნიშნული ხელშეკრულებით, იდენტობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან და მწვავედ უდგათ გადარჩენი გზის მოძებნის პრობლემა.
„შეთავაზების გაკეთების დროს მნიშვნელოვანია ის, თუ როდის შემოგთავაზებენ ამას. აფხაზებს დღეს იდენტობის დაკარგვის საშიშროება აქვთ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ხელშეკრულებით ისინი ხდებიან რუსეთის გუბერნია. ამ ფონზე მათი მცდელობა, რომ გადარჩენის გზები მოძებნონ, გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე ეს იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. ამიტომ შეთავაზება იმისა, რომ ჩვენ ფარგლებში გთავაზობთ თქვენ ავტონომიასო, დროულია. საქართველოს დღეს გაცილებით სხვა სიტუაცია აქვს. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დიდ გზას გვიხსნის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გავხადოთ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ სულ სხვა ქვეყნად იქცეს, იმაზე უკეთესად, ვიდრე რუსეთი შეიძლება გახდეს 2 და 5 წლის შემდეგ“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები