გიორგი სოსიაშვილი – 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: ეს კარგად დაგეგმილი, კარგად შემუშავებული სცენარი იყო, რომლის მიზანი გახლდათ სახელმწიფოს გადატრიალება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.
„დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი ვაიწარმომადგენელი მათ სინდისის პატიმრებად იხსენიებდა და თითქოს, ცდილობდნენ მათი საქციელის გამართლებას, მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ მათ თავად აღიარეს ეს დანაშაული, თავად ინანიებენ ამ ჩადენილ საქციელს, რაც პირდაპირ ცხადყოფს იმას, რომ ეს კარგად დაგეგმილი, კარგად შემუშავებული სცენარი იყო, რომლის მიზანი გახლდათ სახელმწიფოს გადატრიალება, პრეზიდენტის სასახლის აღება. მათმა ჩვენებებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება რასაც ამბობდა, რასაც ეუბნებოდა ჩვენს საზოგადოებას, სრული სიმართლე იყო. არანაირი სინდისის პატიმრები არ არიან, ესენი არიან მხილებულნი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და მონაწილეობაში“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.