ლევან მახაშვილი – გიორგი გახარიაზე: ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა – თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის მიუნხენის კონფერენციის პროცესების მონაწილე
ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა, რომ თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის ამ პროცესების მონაწილე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გახარიამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, იყო თუ არა მიუნხენის კონფერენციის მონაწილე.
„სინამდვილეში, როგორც ყოველთვის ხდება-ხოლმე, ჩვეულებრივ მანიპულირებენ ამ თემატიკით. თუ რაიმე სხვა არის, მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას განუმარტოს, აუხსნას, რეალურად სად იღებდა მონაწილეობას, ვის შეხვდა, მართლა იყო ამ პროცესების მონაწილე, თუ უბრალოდ გაიარა მიუნხენში და ჩათვალა, რომ ეს არის მიუნხენის კონფერენციაზე მონაწილეობა, – განაცხადა მახაშვილმა.