ტრამპი მზადაა, ირანს შეთანხმების მისაღწევად 15 დღე მისცეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ირანს ბირთვული შეთანხმების დასადებად მაქსიმუმ 15 დღე მისცეს.

„ჩვენ ასე თუ ისე, შეთანხმებას მივაღწევთ. 10-15 დღე მაქსიმუმია“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე, „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას „ცუდი რამით“ დაემუქრა, თუ თეირანი 10 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევდა.

ამასთან, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები 2003 წელს ერაყში შეჭრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ საჰაერო ძალებს აგროვებს. თუმცა, გაზეთის ცნობით, დონალდ ტრამპს აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები