სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სოკ-იულს 2024 წლის დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

იუნ სოკ-იოლს ბრალი ედება ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და სხვა თანამდებობის პირებთან შეთქმულებაში, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მიზნით არეულობის ორგანიზებასა და ქვეყანაში უკანონო საომარი მდგომარეობის გამოცხადებაში.

2025 წლის იანვარში იგი დააკავეს და ციხეში ჩასვეს ამბოხების ბრალდებით, ხოლო 2025 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები