არჩილ გორდულაძე – “გრანტების შესახებ” კანონზე: შეგვაქვს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რათა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს კონტროლს დაქვემდებარებული

“შეგვაქვს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რათა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს კონტროლს დაქვემდებარებული,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “გრანტების შესახებ” მიღებულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

“ქართული ოცნების” გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან, რისი დასტურიც არის 2024-2025 წლის არჩევნები. სწორედ ამ ლეგიტიმაციით გვაქვს არა თუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. შეგვაქვს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რათა შავი ფულის ტრიალი, გარედან მიღებული თანხების ბრუნვა ქართულ პოლიტიკაში, ერთხელ და სამუდამოდ იყოს კონტროლს დაქვემდებარებული და არ იყოს გატარებული უცხო ინტერესები”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, “გრანტების შესახებ” და თანმდევ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები